საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო კონფერენცია "კავკასიის აღქმა მითებსა და ლიტერატურაში"

2023 წლის 20-22 სექტემბერს, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ატარებს  საერთაშორისო კონფერენციას „კავკასიის აღქმა მითებსა და ლიტერატურაში ანტიკურობიდან თანამედროვეობამდე“. კონფერენცია დაფინანსებულია სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ და ის აგრძელებს იენისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების ერთობლივი კონფერენციების ტრადიციას.

კონფერენციაში მონაწილეობს 70-მდე მომხსენებელი მსოფლიოს ოცი ქვეყნიდან: საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, კვიპროსი, საფრანგეთი, იტალია, გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი, ნორვეგია, შვედეთი, ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ბრაზილია, მექსიკა, კამბოჯა, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა.

ინტერდისციპლინური კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა თაობის უცხოელი და ქართველი მკვლევარები სხვადასახვა კუთხით განიხილავენ კავკასიას ანტიკურ ხანაში, შუა საუკუნეებსა და თანამედროვე ეპოქაში. იმსჯელებენ კავკასიის აღქმის თავისებურებებზე ანტიკურ მითოლოგიასა და თანამედროვე ლიტერატურაში, თეატრსა და კინოში.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართება ვორკშოპი ციფრული ჰუმანიტარიის მიმართულებით, სტუდენტური ჩვენება "ვარიაციები ანტიკური სამოსელის თემაზე" და ენციკლოპედია "ანტიკური კავკასიის" პრეზენტაცია.

იხ. კონფერენციის პროგრამა.

 

თარიღი: 21/09/2023